LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქრაძე: როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელი, ვიქნები მკაფიო – საქართველო გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგად უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას

54
61418917-D85E-4137-B0FF-4080B71C1293

„საქართველო გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგად უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და კიდევ ერთხელ აცხადებს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიებისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში“, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, უკრაინას ახლა ყველა გვერდით უნდა დაუდგეს.

„როგორც რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს, ნება მომეცით, ვიყო ძალიან მკაფიო, დროს მნიშვნელობა აქვს, სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და ქმედებას, რომელსაც დღეს განვახორციელებთ, მნიშვნელობა აქვს.

მას მნიშვნელობა აქვს მომდევნო თაობების მომავლისთვის, გაეროს მომავლისა და მისი შესაძლებლობებისთვის, გაუმკლავდეს და გადაჭრას მსოფლიოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები მომდევნო თვეებსა და წლებში.

ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების, გაეროს ქარტიის პრინციპების დასაცავად.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g