LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად

42
Untitled design (2)

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილი დებატების გახსნას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„მონაწილეობას ვიღებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ.

მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია პრემიერის „ტვიტში“.

შეგახსენებთ, გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ჩაბა კოროშიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები