LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამა – სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მამაკაცების ვალდებულებაა

110

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალისთვის Glamour დაწერა სტატია, რატომ  მიიჩნევს თავს ფემინისტად. მისი თქმით, სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მამაკაცების ვალდებულებაა.

ობამა წერს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ქალები იყვნენ და ყვება იმ მსხვერპლის შესახებ, რაც მისმა ცოლმა, მიშელმა გაიღო. აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შვილების აღზრდაში უდიდესი წვლილი სწორედ მიშელს მიუძღვის.

21-ე საუკუნეში ფემინიზმის მთავარი იდეა არის ის, რომ როდესაც ყველა თანასწორია, ყველა მეტ თავისუფლებას იღებს, მიიჩნევს აშშ-ს პრეზიდენტი.

„პროგრესმა, რომელსაც ჩვენ ბოლო 100 წლის, 50 წლის და ბოლო რვა წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ჩემი შვილების ცხოვრება უკეთესი გახადა, ვიდრე, მაგალითად, ჩემი ბებიებისთვის იყო. ამას მე ვამბობ არა მხოლოდ, როგორც პრეზიდენტი, არამედ – როგორც ფემინისტი,“ –  დაწერა ობამამ.

თუმცა, აქვე დასძინა, რომ ძალიან ხშირად ჩვენ კიდევ ვექცევით სტერეოტიპების ჩარჩოებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g