LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამას პირველი ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

68
Jeep-Grand-Cherokee

2000 წლის Jeep Grand Cherokee-ს კონექტიკუტის შტატში გამართულ აუქციონზე გამოიტანენ. ყველგანმავალი, რომლის გარბენიც 216 302 კილომეტრია, იყო პირველი ავტომობილი რომლის შეძენაც ბარაკ ობამამ თავისი ფულით შეძლო.

შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა საყვარელი ავტომობილის შესახებ 2010 წელს ისაუბრა, როდესაც დეტროიტს სტუმრობდა და იმ ქარხანაში გაიარა, სადაც მისი Jeep აიწყო.

რამდენიმე წლის შემდეგ ობამამ თავისი მანქანა გაყიდა. მოდელი მეორადი ავტომობილების სალონში მოხვდა, საიდანაც ის ჩიკაგოს მკვიდრმა წაიყვანა. ახალმა მფლობელმა ყველა დოკუმენტი შეინახა და როდესაც 2010 წელს ობამა პრეზიდენტად აირჩიეს ჯიპი 26 437 დოლარად გაასხვისა.

მას შემდეგ ავტომობილმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და ის კვლავ გასაყიდად გამოიტანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები