აშშ-ში არჩევნები დასრულდა, დონალდ ტრამპის გამარჯვების შოკიდან კი ამერიკელები ნელ-ნელა გამოდიან. იმის მიუხედავად, რომ თითქმის 50%-მა მისცა ხმა ტრამპს, აღმოჩნდა, რომ „შედეგს არავინ ელოდა“.
თეთრ სახლში ბარაკ და მიშელ ობამებს, მალე, დონალდ და მელანია ტრამპები ჩაანაცვლებენ. აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ ბარაკ ობამა ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული მსოფლიო ლიდერია.
თეთრი სახლის ოფიციალურმა ფოტოგრაფმა პიტ სოუზამ კი ობამას არაჩვეულებრივი ფოტოები დაუტოვა ისტორიას.