რესტორანმა ”ბარაკონი” საკუთარი სადღესასწაულო ჰოლი განაახლა. რებრენდინგის ფარგლებში სრულად განახლდა ჰოლის როგორც ავეჯი, ისე ინტერიერი.
რესტორნის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს სადღესასწაულო ჰოლი მხოლოდ ქორწილებს მასპინძლობდა, თუმცა ამიერიდან სხვა სტუმრებზეც იქნება მორგებული.
”გადავწყვიტეთ, ქორწილების გარდა, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ვუმასპინძლოთ. ამასთან, გამოყოფილი გვექნება სპეციალური დღეები, როდესაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ესტუმროს განახლებულ ჰოლს”, – განუცხადეს ”ფორტუნას” ”ბარაკონის” ადმინისტრაციაში.
მათივე თქმით, ჰოლის დიზაინი კლასიკიურ სტილშია გადაწყვეტილი და ის საშუალოზე მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.
”ჩვენთან მოსული სტუმრების განწყობაზე განსაკუთრებული მუსიკალური პროგრამა იზრუნებს. გვეყოლება მოწვეული სტუმრებიც”, – განმარტეს ”ბარაკონში”.
როგორ რესტორნის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, ”ბარაკონი” ზაფხულის სეზონზე ევროპული და ქართული რესტორნების განახლებასაც გეგმავს. რესტორნის რებრენდინგი სრულად სექტემბრისთვის დასრულდება.