კომპანია „ბარამბო“ სოფელ წილკანის და გალავანის ბავშვთა სახლების, ასევე „გენი ქართული“-ს ბენეფიციარებს ხვალ მუშტაიდის პარკში უმასპინძლებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მზრუნველობამოკლებულ პატარებს ადგილზე დახვდებათ საბავშვო გასართობი შოუ, შეხვდებიან ”ბარამბინოს” და სხვადასხვა ზღაპრის გმირებს, შესაძლებლობა ექნებათ კომპანიის დაფინანსებით გაერთონ ადგილზე სხვადასხვა ატრაქციონით, იმხიარულონ ”ბარამბინოსთან” ერთად, ასევე გადაეცემათ საჩუქრები, წიგნები, ”ბარამბინოს” ტკბილეული და ნაყინი.
”სპეციალურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის ”ბარამბინოს” ნაყინი მუშტაიდის პარკში მისულ სხვა ათასობით პატარასაც დაურიგდება. კომპანია „ბარამბო“-ს საბავშვო ბრენდი „ბარამბინო“ მუდმივად არის ჩართული სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებებში და საქველმოქმედო პროექტებში”, – განაცხადეს ”ბარამბოში”.