LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარამბოს” წილი აუქციონზე იყიდება

118
DL8BPmVW4AEJ-c

შოკოლადის და ნაყინის მწარმოებელი კომპანია „ბარამბოს“ 11.25%-იანი წილი აუქციონზე იყიდება.

შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაში ნიკოლოზ შაქარაშვილის კუთვნილი წილი გასაყიდად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოიტანა. საწყისი ფასი 1 516 472 ლარია. აუქციონი 22 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, „ბარამბო“ 2009 წელს დაარსდა. სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის მაჟორიტარი აქციონერი – 66.25%-იანი წილის მფლობელი მარი ჩოჩელია, 22.5%-ს უჩა კაპანაძე ფლობს, შაქარაშვილის წილი კი, 2013 წლიდან დაყადაღებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები