LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის აღმართზე გზა 30 სექტემბერს გაიხსნება

91

ბარათაშვილის აღმართი კიდევ ორ დღეს გადაკეტილი იქნება. ამის მიზეზი გზის სარებილიტაციო სამუშაოებია, რომელიც მერიის დაპირებით, 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

დედაქალაქის მერის ცნობით სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ასფალტის დაგება დათქმულ ვადაში დასრულდება.

„ბარათაშვილის აღმართზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, კვირას დილით აღდგენილი იქნება მოძრაობა. თქვენ იცით, რომ ახლა ჩაკეტილი მოძრაობა იმის გამო, რომ ვაგებთ სპეციალურ ასფალტს, რომელიც არის მოდიფიცირებული და ეს უწყვეტ რეჟიმში უნდა მოხდეს. ბოლო ეტაპი იქნება უკვე კეთილმოწყობითი სამუშაოები ანუ ტროტუარები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები