LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

177
IMG-1824 copy

დედაქალაქის მერმა კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.

პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ ჩავა, დაიდგმეbა ახალი განათების ბოძები.

„გასულ წელს დავიწყეთ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია, რომელიც უნიკალური გამოვიდა და ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია.
ამის შემდეგ მოხდა ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, ორბელიანის მოედნის სრული განახლება, საყვავილეების განახლება. დარჩენილია ბარათაშვილის ხიდიდან დაწყებული ორბელიანის მოედნამდე მანძილი. ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი, ტროტუარები მოწესრიგდება ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ ჩავა, ახალი განათების ბოძები დადგება, ეს მონაკვეთი მთლიანად მოწესრიგდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები