LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდები სამედიცინო დაწესებულებიდან შესაძლოა, დღეს გაწერონ

107

ბარათაშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშვებული მოზარდები კლინიკებში რჩებიან. მკურნალობას 5 მოზარდი გადის. ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სამი კი ,,ამტელ ჰოსპიტალში“.

მედიკოსების თქმით, მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების განმარტებით, დაშავებულები კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაეწერებიან.

ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ბესიკ წივწივაძის თქმით, რამდენიმე მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. ერთ-ერთ მათგანს, დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა.

შემთხვევისას სულ 6 მოსწავლე დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი თავის ტრავმების გამო, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g