LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს

84

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შედეგად გარდაიცვალა. ხუთი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები