LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბი

108
Barbie-010323-bb98515881e24793ae33c7fd4f777f0b

დღეს გიყვებით ამბავს გრეტა გერვიგის 2023 წლის გახმაურებულ კომედიურ ნამუშევარზე „ბარბი“, სადაც მთავარ როლში მარგო რობი და რაიან გოსლინგი გვევლინება.
ფილმის პრემიერა 2023 წლის 9 აპრილს შედგა. გამოშვებისას ფილმმა მილიარდ ნახევარი გამოიმუშავა, რითაც Warner Bros. ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ნამუშევარი გახდა და ამავედროს 2023 წელს კინოკრიტიკოსების მიერ საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მოიპოვა ოსკარის 8 ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. მოგვიანებით კი ფილმმა ოქროს გლობუსიც დაიმსახურა
საუნდტრეკთა კრებული 2023 წლის 21 ივლისს გამოიცა Atlantic Records ის მიერ, პროდიუსინგი მარკ რონსონმა, ქევინ ოუერმა და ბრენდონ დევისმა გაუწიეს რასაც ზოგადი დადებითი შეფასებები მოჰყვა კინოკრიტიკოსებისგან.
ტრეკ ლისტში შესულია არაერთი არტისტის ნამუშევარი: Nicki Minaj-ის და Ice Spice-ის დუეტი, სიმღერა Pinkpantheress-ის შესრულებით , მათ შორის Charli XCX, Billie Eilish, Dua Lipa, Sam Smith და სხვა
ალბომის პოპულარიზაცია მოხდა მასში შესული ექვსი სინგლის საშუალებით, ფილმის მთავარ ტრეკად კი დუა ლიპას დენს ზი ნაით დასახელდა,სიმღერა ლიდერობდა 10 ქვეყანაში მათ შორის ბრიტანეთსა და ირლანდიაში,მოგვიანებით კი 25 ქვეყნის საუკეთესო ათეულშიც შევიდა. ტრეკმა პირველი ადგილი დაიკავა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში ,ხოლო მეექვსე ადგილი შეერთებული ჩარტების Billboard Hot 100 ში
გამოსვლის თანავე ალბომს კრიტიკული და კომერციული წარმატება ხვდა წილად. 66-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოეაბზე ალბომმა მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში – საუკეთესო საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის
ოსკარის 96-ე დაჯილდოებაზე ორმა სინგლმა ბილი აილიშისა და რაიან გოსლინგის შესრულებით დამატებით მიიღო ნომინაცია – საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის სადაც საბოლოოდ ბილი აილიში გახდა გამარჯვებული სიმღერით – „What Was I Made For?“
საინტერესო ფაქტია რომ სიმღერა – „Barbie Girl“ ორიგინალი ვერსია, 1997 წელს არის ჩაწერილი რომელსაც პოპ ბენდი „Aqua“ ასრულებდა. ბენდმა თავდაპირველად უფლება არ გასცა გამოეყენებინათ ტრეკი ფილმში,საბოლოოდ კი რეჟისორებისა და პროდიუსერების დაჟნებული თხოვნით ხელი მოეწერა სიმღერის ახლებური ვერსიის ჩაწერას,რასაც ნიკი მინაჟისა და აისფაისი მოჰყვა სახელწოდებით – „ Barbie world”.
ეს იყო ერთგვარი ინტერპოლაცია ბენდ „Aqua“-სთან რითაც ითვლება როგორც თანაავტორი და შემსრულებელი ამ უკანასკნელის.
სიმღერა Billboard Hot 100 ში მეშვიდე ადგილზე მოხვდა, ხოლო დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარრტში 4 პოზიციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები