LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Barbie Dream Team“-ს სერენა უილიამსიც შეუერთდა

125
სერენა უილიამსი

სერენა უილიამსის შთამბეჭდავ რეზიუმეს კიდევ ერთი „მიღწევა“ დაემატა – „Barbie Dream Team“-ის წევრობა. კომპანიამ „Mattel“, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თოჯინების ახალი კოლექცია წარადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ცნობილ ჩოგბურთელს განასახიერებს.

თუმცა სერენა უილიამსის თოჯინა ჩოგბურთელის ფორმის ნაცვლად საქმიანი სტილის სამოსს ატარებს, რაც სპორტსმენის ცხოვრების სამეწარმეო მხარეს უსვამს ხაზს.

„Barbie Dream Team“-ის წევრობა ნიშნავს, რომ ყოველთვის პირველი უნდა იყო. იმედი მაქვს, როგორც მე შთამაგონა ოდესღაც ბევრმა ქალმა, შიში სიმამაცედ, ხოლო ეჭვი – თავდაჯერებულობად მექცია, ჩვენც შევძლებთ იგივე გავაკეთოთ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ გოგონებს შევძინოთ სითამამე, რათა აიღონ ჩოგანი ან გახდნენ მეწარმეები ან მიჰყვნენ იმას, რაც მათში ვნებას აღვიძებს და ოცნებებს რეალობად აქცევს“.

ცნობისთვის, Barbie-ს შთამაგონებელი ქალების კამპანიას გასული წლის აგვისტოში სერენა უილიამსის უფროს და, ვენუს უილიამსიც შეუერთდა, რომელსაც ასევე აქვს ბარბის საკუთარი თოჯინა.

„Barbie“-ს, როგორც ბრენდს, სჯერა, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი წარმატებული ქალების თოჯინებად ქცევით გოგონები ნათლად ხედავენ, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი.

„Barbie“-მ, რომელიც ბაზარზე გამოჩენის დღიდან (1959 წელი) პატივს მიაგებს მნიშვნელოვანი ცვლილებების მომხდენ ქალებს, წელს საკუთარ „Dream Team“-ში, სერენა უილიამსთან ერთად, შეიყვანა: ამერიკელი ასტრონავტი კელი ჯერარდი, მექსიკელი ავტომრბოლელი რეხინა სირვენტ ალვარადო, ბრიტანელი ფეხბურთელი ქლოი კელი, გერმანელი მომღერალი ჰელენ ფიშერი, პოლონელი მთამსვლელი ზოია სკუბისი, ავსტრალიელი სერფერი სტეფანი გილმორი და ინდოელი კროკეტის მოთამაშე სმრიტი მანდენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g