ბარნოვის ქუჩაზე ავტომობილი ხუთ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მძღოლმა, რომელიც მოძრავ ავტომობილს მართავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარი ავარიის გამო, დროებით მოძრაობა შეიზღუდა ბარნოვის ქუჩაზე.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.