LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა დაიშალოს და მესიმ ფეხბურთი ვერ ითამაშოს: რას ნატრულობენ მადრიდში საშობაოდ (ფოტოები მადრიდიდან)

85

მადრიდის კომუნიდადში ტრადიციული საშობაო ნაძვის ხე დაიდგა და მოირთო. ესპანეთის დედაქალაქში ეწყობა Belen ანუ შობის სცენა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და სურვილი ჩაუთქვას. ამას სურვილების ნაძვის ხეს ეძახიან – Bosque de los deseos (სურვილების ტყე).

ხალხი კი მიდის და ათასგვარ ბანალურ და სახალისო სურვილებს ასაჯაროებს. ყველაზე საინტერესო კი ფეხბურთს და რეალ-ბარსას მარადიულ დაპირისპირებას ეხება.

აი ერთი-ორი მათგანი:

„ბარსა“ დაიშალოს ან გადავიდეს მეორე დივიზიონში;

მესი დაშავდეს და ვეღარ ითამაშოს ფეხბურთი (ეს ნატვრა დიდი რაოდენობითაა);

სურვილების უდიდესი რაოდენობა, დაახლოებით 30%-ზე მეტი ისევ „სამეფო კლუბს“ ეხება:

„რეალმა“ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და ქვეყნის ჩემპიონობა.

 

მაინც ვთქვათ: სხვები არასპორტულია და ოჯახის კეთილდღეობას, მშვიდობას, სიყვარულს, ფულს, სამსახურს ეხება და მთავრდება პოლიტიკური სურვილებით, რომელშიც ძირითადად ანტიესპანურ ოპოზიციურ პარტიას „მოიხსენიებენ თბილად“.

 

დაბოლოს, კიდევ ერთი სურვილი, რაც ხშირია და ქართველებთან ალბათ ახლოსაა: ნეტა ლატარეა მომაგებინა!

 

ფოტოები მადრიდის კომუნიდადან და
მადრიდული სურვილების ამბები ჩვენმა კოლეგამ ექსკლუზიურად მოგვაწოდა ესპანეთიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g