LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა პანდემიასთან საბრძოლველად ნოუ კამპის სახელს ყიდის

125
barcelona-camp-nou-social-media-twitter

“ბარსელონა” ლეგენდარული სტადიონის “კამპ ნოუს” სახელწოდების უფლებას ყიდის. მთელი შემოსული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.

“ჩვენ გლობალურ კრიზისს შევეჯახეთ. მამაცურად და მშვიდად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან საბრძოლველად. პირველად ვიღაცას შეეძლება “კამპ ნოუს” სახელი შეუცვალოს, მაგრამ მთელი შემოსავალი მთელ კაცობრიობას მოხმარდება და არა მარტო “ბარსას”, – განაცხადა კლუბის ვიცე პრეზიდენტმა ჟორდი კარდონერამ, რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც დაინფიცირებული იყო და გამოჯანმრთელდა.

როგორ გამოიყენებენ თანხას, ამას კლუბის ფონდი და სპონსორი განსაზღვრავენ. კლუბს სურს, რომ თანხის ნაწილი ესპანეთში, უფრო კატალონიაში გამოიყენონ, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც კლუბს საქველმოქმედო ფონდები აქვს. კარდონერას თქმით, გეგმაშია ხანდაზმული ადამიანების დახმარება.

“ნოუ კამპი: ევროპაში ყველაზე დიდი სტადიონია, რომელიც თითქმის 100 ათას ადამიანს იტევს. სტადიონს არასოდეს ყოლია სპონსორი გახსნის, 1957 წლიდან მოყოლებული.

სახელის შეცვლის უფლება 2020/21 წლების სეზონზე იმოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები