LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა სტადიონის სახელს ყიდის

744

”ბარსელონას” სურს ”კამპ ნოუს” სახელწოდებაზე უფლება წლის ბოლომდე გაყიდოს – კლუბი ახალ სპონსორს აქტიურად ეძებს.

სასპონსორი შეთანხმების პოტენციური ღირებულება წელიწადში 20 მილიონი ევროა. მსგავსი კონტრაქტები როგორც წესი 20-30 წლით იდება.

არენის სახელწოდებაზე მყიდველის პოვნა ამერიკულ სარეკლამო სააგენტოს ”Van Wagner”-ს დაევალა, რომელიც ანალოგიურ საკითხზე ლონდონის ”არსენალთან” მუშაობდა. ”ბარსელონას” იმედი აქვს სპონსორს წლის ბოლომდე იპოვის, რომ პოტენციური სახელწოდება 2016 წლის დასაწყისში გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცდეს. შეთანხმების შედეგად მიღებული თანხა სტადიონის მოდერნიზაციას და ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.

2006 წელს ”ბარსელონას” ფორმაზე პირველად გამოჩნდა პარტნიორის სახელი – ეს იყო ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი იუნისეფი. 2013 წლიდან მოთამაშეების მაისურებზე Qatar Airways-ის რეკლამაა განთავსებული, რომელსაც კლუბისათვის წელიწადში 30 მილიონი ევრო მოაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g