LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონადან საქართველოს მოქალაქეებს Wizz Air-ის ნაცვლად Myway Airlines ჩამოიყვანს

116
109650349-991764021270762-6804620743225487939-o

ესპანეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ავიაკომპანია Wizz Air-ის ნაცვლად, Myway Airlines-ი განახორციელებს. თუ რატომ მოხდა ცვლილება, ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას კი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„ინფორმაციის განახლება: საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, 15 ივლისს დანიშნული სპეციალური რეისი ბარსელონადან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება. აღნიშნულ რეისს განახორციელებს ავიაკომპანია Myway Airlines. რეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისი-ბარსელონა – გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00;

  • ბარსელონა-თბილისი – გამოფრენა 16:00; მოფრენა 22:25;

ბილეთების შეძენა დღის განმავლობაში, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე –

www.mywayairlines.com იქნება შესაძლებელი. ბილეთების შეძენის თაობაზე, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

იხილეთ ძველი განრიგი:

იხილეთ ივლისის თვის ახალი განრიგი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g