LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას ვარჯიშზე ფეხბურთელები არ მივიდნენ: გუნდმა ახალი ხორვატული ფორმა წარადგინა (ფოტო)

383
valverd

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ სანაკრებო პაუზის პერიოდში იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრებებში არ წასულან, ნებაყოფლობითი ვარჯიშები დაუნიშნა, თუმცა სავარჯიშოდ არცერთი ფეხბურთელი არ მისულა.

სანაკრებო პაუზასთან დაკავშირებით ვალვერდემ ფეხბურთელებს 7-დღიანი შვებულება მისცა, თუმცა ნებაყოფლობითი ვარჯიშებისათვის რამდენიმე დღე დანიშნა. Record-ის ინფორმაციით, აღნიშნულ დღეებში იმ ფეხბურთელებს, რომლების ნაკრებებში არ წასულან, კლუბის ბაზაზე საკუთარი სურვილისამებრ შეეძლოთ ვარჯიში, ასევე მასაჟის გაკეთება და აღმდგენი პროცედურების ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დღეებში თავად ვალვერდეც და როგორც სამწვრთნელო, ასევე სარეაბილიტაციო შტაბის წევრები სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ, ”ბარსელონას” ბაზაზე არცერთი ფეხბურთელი არ გამოჩენილა.

გუნდის 23 ფეხბურთელიდან ნაკრებში გამოძახებული არ ყოფილა 4 მოთამაშე: ჟერარდ პიკე, კევინ-პრინს ბოატენგი, მალკომი და კლემენ ლენგლე (თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ სუარესს, დემბელესა და რაფინიას).

სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას ”ბარსელონა” 30 მარტს ”ესპანიოლთან” გამართავს.

 

ამასობაში:
ინტერნეტში ”ბარსელონას” 2019-20 წლების სეზონისათვის განკუთვნილი საშინაო ფორმების ფოტოები გამოჩნდა. ახალი ფორმები კატალონიელებისათვის Nike-მა დაამზადა.
ფოტოები პორტალმა Footy Headlines-მა გამოაქვეყნა.

”ბარსელონას” საშინაო ფორმები 2019-20 წლების სეზონში კუბოკრული იქნება. ტრადიციული ზოლების ნაცვლად მათზე, ხორვატიის ნაკრების ფორმის მსგავსად, კუბებია გამოსახული.

კლუბის ისტორიაში ფეხბურთელები პირველად მოირგებენ მსგავსი სტილის ფორმებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ ფორმებზე დატანილია კატალონიის დროშის ფრაგმენტიც, რომელიც საყელოზეა გამოსახული.

მიუხედავად არსებული ტრადიციისა, ”ბარსელონას” ფეხბურთელები მოედანზე ახალი ფორმებით მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩში არ გამოჩნდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g