LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში გორგოლაჭიანი საგნებით გადაადგილება აიკრძალება

183
ბარსელონა

ბარსელონის საქალაქო საბჭო ისტორიულ უბნებში – რავალსა და გოთურ კვარტალში გორგოლაჭიანი საგნებით (ჩემოდანი, საბავშვო ეტლი, სავაჭრო ურიკა და ა.შ.) გადაადგილების აკრძალვას აპირებს.

აკრძალვის მიზეზი ის ხარჯია, რომელიც გზის ზედაპირის აღდგენით სამუშაოებს უკავშირდება და რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ მზარდია.

საქალაქო საბჭოში ამჟამად გორგოლაჭიანი საგნებით გადაადგილების სრულად აკრძალვის ალტერნატივასაც განიხილავენ, კერძოდ, აღნიშნული საგნების წონის ლიმიტირებას.

აკრძალვა ძალაში 2025 წლის მარტამდე შევა და ის შეეხება როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს.

აღნიშნულმა კანონმა, ცხადია, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ქალაქის ხელისუფლება ბარსელონის კულტურული მემკვიდრეობისა და იერსახის მაქსიმალურად მოფრთხილებით აპელირებს, უფრო მეტიც, არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი აკრძალვა ბარსელონის სხვა უბნებშიც ამოქმედდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g