საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს 55 წლის მოქალაქე გარდაიცვალა.
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირი ონკოპაციენტი იყო და მის დაავადებას კორონავირუსი დაერთო.
მინისტრის თქმით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახთან და შესაბამისი პროცედურები იქნება დაცული.