ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე ჩხუბის დროს მოკლეს. ესპანური გამოცემა „ელ მუნდოს“ ინფორმაციით, ინციდენტი ლა მინას უბანში 11 აგვისტოს მოხდა.
როგორც გამოცემა იუწყება, 30 წლის მამაკაცს, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.
საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რა გახდა დაპირსპირების მიზეზი ჯერ უცნობია. სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტში სულ ოთხი პირი მონაწილეობდა. მათგან რამდენიმე დაჭრილია და მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
უბანში, სადაც ჩხუბი მოხდა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. ესპანური მედიის ცნობით, ლა მინას მეზობელ უბანში რამდენიმე კვირის წინ რეიდი ჩატარდა, რის შედეგად ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ჯგუფი დააკავეს.