ღამის კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, კლუბის ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ.
ამის შესახებ გელბახიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ბასიანის ოფისში შ.ს.ს შემოვიდა, ჩხრიკავენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია.როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა,” – წერს ზვიად გელბახიანი.
ჩხრეკის ფაქტი “ფორტუნასთან” საუბარში, შსს-მ უარყო და განმარტა, რომ კლუბის ოფისში პოლიცია ორივე მხარის შეთანხმებით, გარკვეული დოკუმენტების ამოსაღებად შევიდა.
“არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ოქმიც გაფორმდება”, – განმარტეს “ფორტუნასთან” შსს-ში, თუმცა რა საქმესთან დაკავშირებით იღებენ დოკუმენტებს არ აკონკრეტებენ.