ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. ეს ამბავი ქართულ სოციალურ ქსელებში, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, დაპირისპირების საგნად იქცა. უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ აღნიშნა, – „”კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი…“
ამავე თემას გამოეხმაურა მწერალი, ტელეწამყვანი ტორესა მოსი და დაწერა:
„ბასილაშვილმა რომ ფედერერს მოუგო, კარგია. იგივე ბასილაშვილი რომ მოძალადეა – ცუდია.
ბასილაშვილი რომ მოძალადეა, ეს მის სპორტულ შედეგებს არ ამცირებს, ხოლო ის, რომ კარგი სპორტსმენია, მის მოძალადეობას არ ამართლებს, კაი ვაჟკაც კაცად არ აქცევს.
მოკლედ, საჩხუბარი არაფერია. ადამიანი ასეთი არსებაა, შეიძლება იყოს თავის საქმეში გენიალური და ამავდროულად საშინელი ადამიანი. ამის მეტი რა უნახავს კაცობრიობას. ჰო, ასეთი არსებები ვართ, იშვიათად რომ ნამდვილი, არსით ბოროტი ადამიანი ნახოთ, როგორც წესი დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთდროულად თანაარსებობს ჩვენში“.