LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასტი-ბუბუსთვის“ იმ ფართის გადაცემას ითხოვენ, რომელიც მრავალი წელია, უკავია

808
basti bubu

„ბასტი-ბუბუს“ გადასარჩენად სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება, რომელსაც უამრავი ადამიანი აწერს ხელს. პეტიციის მოთხოვნაა, შპს “ბასტი ბუბუს” გადაეცეს ფართი, რომელიც მას მრავალი წელია უკავია.

„დაარსებიდან (1992 წელი) დღემდე, შპს «ბასტი ბუბუს» შემოქმედებითმა ჯგუფმა მრავალი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა, მათ შორის პროექტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და ნიჭიერი ბავშვებისათვის.

იმისათვის, რომ პანდემიური კრიზისის შემდეგ, შპს «ბასტი ბუბუმ» შეძლოს საქართველოს ბავშვების საკეთილდღეო პროექტების განხორციელება და, ახლად შექმნილი გარმოებიდან გამომდინარე, შექმნილი ფინანსური პრობლემების დაძლევა, ხოლო ბრენდმა ფუქნციონირების გაგრძელება, სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია შპს «ბასტი ბუბუს» გადაეცეს იჯარისაგან განთავისუფლებული ფართი.

1993 წლიდან შპს «ბასტი ბუბუ» მდებარეობს ყოფილი სამხედრო მუზეუმის, ამჟამად კი ახალგაზრდობის სააგენტოს შენობაში (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76 ბ), სადაც მას მეორე სართული უკავია.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს «ბასტი ბუბუ» საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმით არის დაკავებული, მივმართავთ თხოვნით სამთავრობო სტრუქტურებს, გადასცეს შპს «ბასტი ბუბუს» უზურფრუქტით (უსასყიდლო სარგებლობით) ის ფართი, რომელიც მას დიდი ხანია იჯარით უკავია.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, შპს «ბასტი ბუბუს» საშუალება მიეცემა გააგრძლოს საქმიანობა, გააიაფოს ბავშვების სტუდიის გადასახადი, დააწესოს უფასო მომსახურება სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ბავშვებისათვის და უფრო ეფექტურად შექმნას და განახორციელოს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g