LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Batman v Superman: წლის მთავარი კინოპრემიერა ლონდონში (ფოტო)

69

ლონდონში წლის მთავარი კინოპრემიერა შედგა. მაყურებელმა პირველად იხილა რეჟისორ ზაკ სნაიდერის ფილმი სუპერგმირებზე „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“. დიდი ბრიტანეთში ფილმი წარმოადგინეს ბენ აფლეკმა, ემი ადამსმა, ჰენრი კავილმა, ჯესი აიზენბერგმა და ჰოლი ჰანტერმა. თავის მხრივ კინოკომპანია Warner Bros-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიუსელის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს: „ჩვენი გულები ახლა ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებთანაა. ნაცვლად დანებებისა, ჩვენ გადავწყვიტეთ ეს დღე ფილმის ფანებთან ერთად გაგვეტარებინა და არ გადავდეთ ლონდონური პრემიერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზაკ სნაიდერის ახალი ფილმის მიხედვით Batman v Superman: Dawn of Justice ერთმანეთს ორი სუპერგმირი უპირისპირდება. სუპერმენის როლს ჰენრი კავილი ასრულებს, ხოლო ბეთმენის როლში, ბენ აფლეკი გვევლინება. ქალი-ჯადოქრის როლს ფილმში გალ გადოტი ასრულებს, რომელიც პრემიერაზე Prada-ს კაბაში გამოცხადდა. მსახიობი ემი ადამსი სუპერმენის შეყვარებულის როლს განასახიერებს. ადამსი კინოპრემიერაზე Antonio Berardi-ს ცისფერ კაბაში ბრწყინავდა.

Mandatory Credit: Photo by David Fisher/REX/Shutterstock (5617496v) Henry Cavill 'Batman v Superman: Dawn of Justice' film premiere, London, Britain - 22 Mar 2016

32773FD200000578-3505052-Having_a_giggle_-m-24_1458679570402

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g