LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბატონებთან” დაკავშირებული რიტუალები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გახდა

257
123

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:

  • „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
  • „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
  • „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
  • „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
  • „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
  • „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.

ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება დღეს, 2023 წლის 9 იანვარს ამოქმედდა.

ამავე ბრძანებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა;

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას კი – ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში აღნიშნული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g