LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში – ირაკლი კობახიძე

169
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვბილი იოანე ზოსიმე

იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენა არის ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ივანიშვილის ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს უნიკალური ხელნაწერის შეძენისთვის და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი უკვე მრავალი წელია, ეწევა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს. საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს“- ელისო ბოლქვაძე

ცნობისთვია, „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა  იყიდა. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საჩუქრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ვულოცავ მთელ საქართველოს უდიდესი საგანძურის დაბრუნებას

ილია მეორე: განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა

„დიახ, ერთობაა, რომელიც დაკნინდა, მაგრამ ბოლომდე არ მოკვდა, რადგან მოლოდინის ცნობიერება ასაზრდოებდა“ – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g