LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს“- ელისო ბოლქვაძე

166
ელისო ბოლქვაძე

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს

ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას გამოეხმაურა:

„ეს არის ერთ-ერთი ქველმოქმედება, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის. ეს არის ძალიან დიდი, ეროვნული მნიშვნელობის საქმე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული მოვლენა“ – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ილია მეორე: განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერი შეისყიდა, რომელიც საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები