ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიებს დღეს თუ შანსი აქვს, ეს შანსი არის მომავალში და “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.
“ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში შევა ის პუფი იქნებაო, გახსოვთ ხომ ეს სასაცილო გამონათქვამი, აი ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, თვითონ ვეღარ დარჩება.
საბოლოო ჯამში, გააკოტრეს რეალურად დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და იქამდე მიიყვანეს, რომ საკუთარი ნათქვამების რცხვენიათ იმიტომ, რომ დღეს საპირისპირო რეალობაში არიან. ამიტომ ამ პარტიებს დღეს თუ შანსი აქვს, ეს შანსი არის მომავალში და ნაციონალური მოძრაობის გარეშე”, – აცხადებს თალაკვაძე.
