LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ” – ლევან ხაბეიშვილი

238
ხაბეიშვილი ელჩთან

ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსულმა ოცნებამ არ დატოვა ევროპაში არცერთი მეგობარი, უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ, 577 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა რეზოლუციას

„ჩემი ძვირფასებო, ქართველებო, ჩვენმა პარტნიორებმა და მეგობრებმა, ღია და მკაფიო გზავნილი გამოუგზავნეს საქართველოს. მათ ჩვენ მთავრობას მოუწოდეს, გააუქმონ სიკვდილით დასჯა და სადიზმი. შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ იქნეს გათავისუფლებული და გადაყვანილი სამკურნალოდ, მკაფიოდ, სიტყვასიტყვით.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ, შავით თეთრზე წერენ, რომ ადამიანი არის მძევალი, პოლიტიკური პატიმარი და სასწრაფოს უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. რუსულმა ოცნებამ არ დატოვა ევროპაში არცერთი მეგობარი, უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ, 577 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა რეზოლუციას. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულ ოცნებას არათუ მეგობარი, დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა ევროპაში, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.

ასევე, ამ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. წერია, რომ დაევალა ევროკომისიას იმუშაოს სასწრაფოდ მის პირად სანქცირებაზე. ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია. უმძიმეს რეალობაში იმყოფებით, უმძიმეს რეალობაშია, რუსული ოცნება და ჩვენდა სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებთ ჩვენ ქვეყანას. შესაბამისად, სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები