LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს” – კახა კალაძე

226
კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, რადგან სიცრუეზეა დაფუძნებული.

„როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დღესაც, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.

ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ, ბევრი წარმატება იყო, მიუხედავად სირთულისა. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს მიღებას, მაგრამ ამ სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. ამას თავისი ახსნა აქვს, თუ რატომ გააკეთეს ეს – ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა კალაძემ.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g