ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ კამათის თემა გახდა.
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მომხდარი ამბავი გაიზიარა მიხეილ სააკაშვილმაც და ფაქტის მიმართ ირიბად მოწონება გამოხატა.
“ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა ბრბოს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა”, – დაწერა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ. მოგვიანებით, სალომე სამადაშვილის პოსტი რომან გოცირიძემ გააზიარა.
გია ბარამიძემ ამ სტატუსის გაზიარებისთვის გოცირიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
შესაბამისად გამოიკვეთა ვინაა გუნდში ყოფილი პრეზიდენტის თვალდახუჭული მომხრე და ვინ არ ერიდება, საკუთარი აზრი ხმამაღლა გამოთქვას.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ თანაგუნდელის, გიორგი ბარამიძის მოწოდებას, რომ ბოდიში მოიხადოს, “პალიტრანიუსის” ეთერში უპასუხა.
ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ… ასეთ სტაჟიან მედროვეებს ნაგავი ნამდვილად არ უნდა დააყარო: ნიკა მელია
მისი თქმით, მას საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რადგან მის სიტყვებში “ფილოსოფიური ბრბო” იგულისხმება და არა “ხულიგნური დაჯგუფება”.
“ბოდიშის მოხდა რისთვის მომიწოდა იცით? აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის. მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა, რაღაც სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ, გიორგი ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით, თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება.
წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: “ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი! ან ტროას ცხენი ხარ – მეთქი, რომ ვუწოდო – პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!”
– განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისათვის: ბურიდანის ვირი – ფილოსოფიური პარადოქსია, რომელსაც სახელი ეწოდა ფრანგი ფილოსოფოსის ჟან ბურიდანის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ არისტოტელეს ნაშრომებიდან.
პარადოქსის მიხედვით, ვირს ორ ერთნაირ თივის ბულულს შორის ვერ აურჩევია, რომელი შეჭამოს და ამის გამო შიმშილით სიკვდილი ელის.
