ბათუმელი სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ისინი ღამეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გაათენებენ.
სტუდენტები „ქართული ოცნების” მმართველობას აკრიტიკებენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.