ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგა.
ამ დროისათვის, ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.
გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.
ბათუმი-ქედის გზაზე მეწყერი ჩამოწვა - მოძრაობა პარალიზებულია
ქედაში მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა სრულიად პარალიზებულია-მთლიანად ჩაიკეტა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი. მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ვარაუდობენ, მოძრაობა დღის მეორე ნახევრისთვის აღდგება. ადგილზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის ბრიგადები.
ცნობისთვის, ქედაში მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა სრულიად პარალიზებული იყო, შესაბამისად მთლიანად ჩაკეტეს ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი.
მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.