LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ევროპულ სამეწარმეო ბაზრობას უმასპინძლებს

106
სამეწარმეო ბაზრობა

5 დეკემბერს, 14:00 საათიდან, ბათუმში, სასტუმროში „რუმსი“, სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის” ფარგლებში.

პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე მეწარმე აჭარის რეგიონიდან, რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ პროდუქციას შესთავაზებენ – თოჯინებს, საახალწლო სათამაშოებს, ნახატებს, ნაჭრის სათამაშოებს, ნაქარგებს, დეკორატიული ნივთებს, სანთლებს, აქსესუარებს, მოქსოვილ ჩანთებს, ბლოკნოტებს და სხვა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასტრონომიული პროდუქციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g