ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩები ისევ დაიტბორა.
ქალაქში უკვე მეორე დღეა წვიმს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა აღმაშენებლის ქუჩაზე და ე.წ. ჭაობის დასახლებაში. ქუჩებში გართულებულია ავტომობილით გადაადგილებაც.
შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 7 სექტემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი.