ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.