ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების “ფეისბუქის” გვერდზე წერენ.
მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო.
მშობიარობის პროცესში ექიმს ტავის პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.