ბათუმის ბულვარში ერთ-ერთ რესტორანზე რუსეთისა და მთიანი ყარაბაღის დროშების გამოფენა გააპროტესტეს.
მოქალაქეების განცხადებით, რესტორნის თანამშრომლებმა დროშები მათი პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს.
რესტორნის თანამშრომელი ამბობს, რომ რესტორნის მფლობელმა არ იცოდა, რუსული ოკუპაციის შესახებ.
“საუბარია ორ დროშაზე, რამაც პროტესტი გამოიწვია. ეს იყო მთიანი ყარაბაღისა და რუსეთის დროშები. ისინი ჩამოტანილი იყო სომხეთიდან მფლობელის მიერ. მან არ იცოდა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. გვაქვს რემონტი, იყო არეულობა, მუშას დაავალა მფლობელმა დაკიდე დროშებიო და მუშა არ დააკვირდა, რას კიდებდა. როცა აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთისა და ყარაბაღის დროშები იყო, ჩამოვხსენით უპრობლემოდ,” – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა გიგლა ქამაშიძემ.