LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერია გარე განათების სისტემის გამოცვლაზე 30 მილიონ ლარს დახარჯავს

94
BatumiStreetNight

ბათუმის მერია გარე განათების სისტემის გამოცვლაზე 30 მილიონ ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურმა.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 2022 წლის 6 თებერვალს იწყება და 11 თებერვალს სრულდება.

სატენდერო განაცხადიდან ირკვევა, რომ არსებული ნათურები LED სანათებით შეიცვლება. ამასთან, მიმწოდებელი ამ სანათების გამართულ მუშაობაზეც იქნება პასუხისმგებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g