LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალი აშენდება

228680971

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა განაცხადა და დასძინა, რომ ინვესტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მშენებლობის თარიღი მალე გახდება ცნობილი.

მუკატოვის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა გაიზრდება. ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

„ეს არის ის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკავკასიური დერეფნის დამატებით ტვირთის მოზიდვას. წელიწადში 1 200 000 ტონა კარბამიდის დამუშავება თანამედროვე შიდა ტერმინალის საშუალებით მოხდება. პროექტი დამაკმაყოფილებელია ყველა გარემოსდაცვითი სტანდარტის და წესის მიხედვით. პროექტში ჩართულია ტრანსნაციონალური კომპანიები, ასევე საერთაშორისო ტრეიდერები”,- აღნიშნა ილიას მუკატოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g