LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი „ალტერნატიულ ტალღას“ უმასპინძლებს

122

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციულად ინდუსტრიულ პლატფორმას „ალტერნატიულ ტალღას“ უმასპინძლებს, რომლის ძირითადი ფოკუსი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება იქნება.

BIAFF-ის მრავალფეროვანი არასაკონკურსო პროგრამა ცნობილია. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამა დიდოსტატთა კოლექციით, ქართული პანორამითა და ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმებითაა წარმოდგენილი. ფესტივალის მენეჯმენტმა არასაკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმების სრული ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ფესტივალზე, რომელიც ბათუმში 18-25 სექტემბერს გაიმართება 34 არასაკონკურსო ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფილმები: დიდოსტატთა კოლექცია: „მე – დანიელ ბლეიკი“, კენ ლოუჩი, დიდი ბრიტანეთი, 2016; 100 წთ, კურსდამთავრებული, კრისტიან მუნჯუ, რუმინეთი / ბელგია / საფრანგეთი, 2016, 127 წთ, “სტოპ (შეჩერება””, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა / იაპონია, 2015; 80 წთ, „პატერსონი“, ჯიმ ჯარმუში, ამერიკის შეერთებული შტატები, 2016; 113 წთ, “სმოლენკსი”, ანტონი კრაუზე, პოლონეთი, 2016;

შექსპირი კინოში: „პროსპეროს წიგნები“, პიტერ გრინევეი, დიდი ბრიტანეთი/ ჰოლანდია/ საფრანგეთი/ იტალია/ იაპონია, 1991; 124 წთ, „მაკბეტი“, რომან პოლანსკი, დიდი ბრიტანეთი/ ამერიკის შეერთებული შტატები, 1971; 140 წთ, “ითამაშეთ ! (უხმო შექსპირი), დიდი ბრიტანეთი, 1899-1940 წწ.; 63 წთ.

“ქართული პანორამა” : „ბედნიერების ღმერთი“, დიტო ცინცაძე, გერმანია, 2015; 90 წთ, “მაისი”, გიორგი კინწურაშვილი, საქართველო/დიდი ბრიტანეთი, 2016; 60 წთ, „როცა დედამიწა მსუბუქია“, სალომე მაჩაიძე/ თამუნა ქარუმიძე/ დავით მესხი; საქართველო / გერმანია, 2015; 76 წთ, ჩეჩნეთის გზაჯვარედინი, ალექსანდრე კვატაშიძე, საქართველო, 2016; 69 წთ, პოსტოთო, მარგარიტა ფილიპოვა, საქართველო, 2016; 18 წთ, “იგავი”, მზია მანჯავიძე, საქართველო, 2015; 13 წთ, “გუმისთიდან დნეპრამდე”, გიორგი წეროძე, საქართველო, 2016; 40 წთ.

რეტროსპექტივა: . „უძინართა მზე“, თემურ ბაბლუანი, საქართველო, 1992; 123 წთ, „ბეღურების გადაფრენა“, თემურ ბაბლუანი, საქართველო, 1980; 60 წთ, „მოცეკვავის დრო“, ვადიმ აბდრაშიტოვი, რუსეთი, 1998; 158 წთ, „სტალკერი“, ანდრეი ტარკოვსკი, რუსეთი, 1980; 161 წთ. – აღდგენილი / ციფრული ვერსია
SHORT MATTERS! – ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია: „ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებთ“, თორა ლორენტზენი/სიბილა ტუქსენი, დანია 2014, 30 წთ, „აღსასრული“, ჯორნ თრენფოლი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 13 წთ, „გაიღიმე და სამყაროც ღიმილითვე გიპასუხებს“, ეჰაბ თარაბიეჰი/იოავ გროსი/ალ-ჰადიდების ოჯახი, ისრაელი/პალესტინა, 2014; 20 წთ, „დისონანსი“, ტილ ნოვაკი, გერმანია 2015; 17 წთ, „ვაშინგტონის პალმა“, კონსტანტინა კოტზამანი, საბერძნეთი, 2014; 24 წთ, „თარჯიმანი“, ერმე კაიში, დიდი ბრიტანეთი/თურქეთი, 2014; 23 წთ, „კუნგ ფიური“, დავიდ სენდბერგი, შვედეთი, 2015; 30 წთ, „მარადისობა“, ჯოვანი ალოი, საფრანგეთი, 2015; 14 წთ, „მგლის შვილი“, ლოლა კუივორონი, საფრანგეთი, 2015; 23 წთ, „მომისმინეთ!“, ჰამი რამეზანი/რუნგანო ნიონი, დანია/ფინეთი, 2014; 13 წთ, „მორბენალი“, ხოსე ლუის მონტესინოსი, ესპანეთი, 2014; 12 წთ, „პიკნიკი“, იური პავლოვიჩი, ხორვატია, 2015; 13 წთ, „საველე კვლევა“, ევა ვებერი, დიდი ბრიტანეთი, 2014; 20 წთ, „სიმბოლური მუქარა“, მიშა ლეინკაფი/ლუტც ჰენკე/მათიას ვერმკე; გერმანია, 2015; 15 წთ, „ჩვენი სხეული“, დანე კომლიენი, სერბეთი/ბოსნია-ჰერცოგოვინა, 2015; 14 წთ.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia- ს ფარგლებში ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g