LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილი დაიბადა

23783
BeFunky-collage (27)

ბათუმის სამედიცინო ცენტრმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ახალშობილის ფოტო, რომელიც 5 კილოგრამს იწონის.

”B M C – ის გოლიათი, დაჩი ნიკოლაიშვილია.

ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან. ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ – იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე). როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი.

დღესდღეობით, გოლიათის დაბადება (5 კილოგრამი და მეტი) იშვიათობა არ არის.  სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა. დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობილებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლოვდეს.“- აღნიშნულია ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g