ბათუმის სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭიკაიამ მიიღო.
დაცვის მხარის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.
“პროკურატურის პოზიცია რომ გამოძიება მიმდინარეობს ფინანსური კუთხით, არ ნიშნავს, რომ ბატონი გალიფი დამნაშავეა. ჩვენთვის მოულოდნელად სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბატონ გალიფ ოზთურქს არ ეკუთვნის, საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ვიდეო გადაღება, გვიან მოხდა და პოლიციელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საცხოვრებელ სახლში, როცა ბატონ გალიფს ეძინა”,- განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.