ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების ფაქტს, კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი გამოეხმაურა.
„მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით ,,მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ. მეტრო ჰოლდინგის მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა ჩვენს გულშემატკივარს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.