LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტ ავტომობილს სექტემბრის ბოლომდე უფასოდ დაეთმობა“ – თორნიკე რიჟვაძე

121
თორნიკე რიჟვაძე

საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად არსებობს გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს.

,,იცით რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბათუმში. გვაქვს გამოწვევებიც. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტთან ერთად. ერთ- ერთი დიდი გამოწვევა გახლავთ ავარიული სახლები. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროექტი წარმატებით განხორციელდა. 4 მისამართზე უკვე დასრულდა თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები ძველი ამორტიზებული შენობების და უკვე 1000 ზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი, მათი ოჯახი უსაფრთხოს აგრძელებს ცხოვრებას. იცით რომ ჯამში ჩვენ უნდა შევძლოთ 3000- ზე მეტი ოჯახისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g