LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა – რა ინფორმაციას ავრცელებს მეტეოროლოგი

335
2024-09-11_23-55-03_972038

ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მეტეოროგოლი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, მოზარდმა მიიღო სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა და გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„დღეს ბათუმში ელჭექის დროს დაფიქსირდა მეხის ჩამოვარდნის ფაქტი თევზის რესტორან ,,ფიშლანდიასთან”, რომელიც სამწუხაროდ დაეცა 16 წლის მოზარდს, ის მუშაობდა მიმტანად, მიიღო სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა, გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
შეგახსენებთ დღის ბოლოს ბათუმში ლოკალურად ამინდი მკვეთრად გაუარესდა, აღინიშნა ქარის შკვალური გაძლიერება, ძლიერი ელჭექი და ხანმოკლე წვიმა“, – წერს მეტეოროლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g