ბათუმში 7-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ბათუმის გამწვანების სამსახურის ცნობით, ზღვამ უპრეცედენტო რაოდენობის ხე-ტყის ნარჩენები გამორიყა. ბულვარის ტერიტორიას დილის 6 საათიდან ასუფთავებენ, ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობს.
გუშინ ძლიერმა ქარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავი გადახადა, თუმცა უნივერსიტეტში დღეს სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობს.
ბათუმში საშტორმო მდგომარეობა ხვალამდე შენარჩუნდება. ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მეწყრული პროცესებია.